მოსკოვში "დოიჩე ბანკის" იურისტს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა იგი ჯერ სცემეს შემდეგ კი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"შუაღამისას ცენტრალური საავადმყოფოს სამორიგეო განყოფილებიდან მოვიდა ტელეფონოგრამა, რომელშიც ეწერა, რომ კუტუზოვის პროსპექტიდან მრავალრიცხოვანი დაზიანებებითა და ჰემატომებით 39 წლის მამაკაცი, "დოიჩე ბანკის" იურისტი მიიყვანეს", _ იუწყებიან სამართალდამცავი ორგანოები.
მათივე ინფორმაციით, უკვე დადგენილია, რომ ოთხმა უცნობმა ადამიანმა იურისტს სცემა და მას ჩანთა წაართვა, რომელშიც ორი მობილური ტელეფონი, 30 ათასი რუსული რუბლი და საბანკო ბარათი იყო, რომლისგანაც ბოროტმოქმედებმა 261 ათასი რუბლი მოხსნეს", _ იუწყება რუსული მედია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები