ქუთაისში ლეღვის ფოთლის ნახარშით სამი გოგონა დაიწვა. სამმა გოგონამ გადაწყვიტა, სწრაფად გარუჯვისათვის ტანზე ლეღვის ნაყენი გადაევლოთ. მათი სხეულის დიდი ნაწილი დაიწვა და ინტენსიურ მკურნალობას გადიან.
ერთ-ერთმა პაციენტმა ლეღვის ნახარშის გადავლება სატელევიზიო რეპორტაჟის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. მან გადაწყვიტა, რომ ადუღებული ნახარშის ნაცვლად ცივი გადაევლო და ლეღვის ნახარში მაცივარში გააცივა. ლეღვის ნაყენი გადაივლო გოგონამ გორშიც.
მან გარუჯვა ნახარშის გამოყენებით გადაწყვიტა. ის ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს. სპეციალისტების განცხადებით, ლეღვის ფოთლის ნახარშმა შესაძლოა ნებისმიერ ტემპერატურაზე სიცოცხლისთვის საფრთხე შექმნას. ექიმები ამბობენ რომ თერმულ-ქიმიური დამწვრობის მქონე პაციენტთა რიცხვი წელს განსაკუთრებით გაიზარდა.