კლიმატის ცვლილების პრობლემა მომავალში მსოფლიო უსაფრთხოების მთავარ საფრთხე გახდება, ამის შესახებ გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ხელმზრვანელმა აჩიმ შტაინერმა განაცხადა.
მისი თქმით, კლიმატის ცვლილება იწვევს, სტიქიური უბედურებების ზრდას, რომლის მაგალითიც მსოფლიოში უამრავია. კლიმატის ცვლილების საკითხი, გაეროს უშიშროების სხდომაზე იქნება განხილული, თუმცა რუსეთი გაეროს წევრებს მოუწოდებს, არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. მისი პოზიციას მხარს უჭერენ რიგი განვითარებადი ქვეყნები. ექსპერტები აცხადებენ, რომ სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის კლიმატის დაბინძურების მნიშვნელოვანი პროცენტული მაჩვენებელი.