აშშ-ს ეკონომიკის კრიზისისა და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის ზრდის პრობლემასთან დაკავშირებით, ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა.
"ობამამ დაანგრია ჩვენი ეკონომიკა"- განუცხადა "სი-ენ-ენს" ტრამპმა და დასძინა, რომ " აშშ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ჩვენ სწორ გზაზე უნდა დავბრუნდეთ. თუ გავაგრძელებთ სვლას ობამას გეგმის მიხედვით, ჩვენ ვერასოდეს დავძლევთ ამ კრიზისს".
უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, რესუბლიკელმა მიტ რომლიმ.
მისი თქმით, თეთრი სახლის ამჟამინდელი პოლიტიკა აშშ-ს ეკონომიკას ზიანს აყენებს, რეცესია იმაზე ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო ვალმა 17 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და თუ ვალის ზედა ზღვარი არ გაიზრდება, მაშინ 2 აგვისტოს ქვეყანას დეფოლტის გამოცხადება მოუწევს.