ჩილეს ხელისუფლების განცხადებით, ჩილეში თოვლმა „კატასტროფული" მდგომარეობა გამოიწვია. თოვლმა ჩილეს 8 პროვინცია დააზარალა. დაზიანებულია ელექტროგაყვანილებები და ჩაკეტა გზები, ასევე დაიკეტა რამდენიმე აეროპორტი და დაახლოებით 6 500 ადამიანი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
როგორც CNN-თან საუბარში ქალაქ კურაკაუტინის მერი ხორხე საქუელი აცხადებს, ასეთი თოვლი ჩილეში არასდროს მოსულა. ქალაქ ლონქუმაიში თოვლის საფარმა 2.3 მეტრს გადააჭარბა. ჩილელი სამხედროები ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში არაუკანაში მოსახლეობას ეხმარებიან.
„სიტუაცია ჩილეში შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რათა ქვეყანაში პანიკური მდგომარეობა არ შეიქმნას. მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ამ მძიმე მდგომარეობაში მაქსიმალურად დაეხმარება", - განაცხადა ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა როდრიგო ჰინცპეტერმა.