21 ივლისს, 14.30 დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად საათზე, გლდანის მერვე საპყრობილესთან ჟურნალისტები , არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები სოლიდარობის აქციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალია ჰოლდინგის" ერთ-ერთმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ განუცხადა, ხვალ, 15.00 საათზე, გამოძიებამ გიორგი აბდალაძის ხელახალი დაკითხვა გადაწყვიტა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან საპროცესო გარიგებას მიაღწიოს.
ამ შემთხვევაში კი არ ჩატარდება ღია სასამართლო პროცესი და ჟურნალისტები და საზოგადოება ვერასოდეს გაიგებს, თუ რა მოხდა რეალურად.
"ეს არის ბოლო შანსი, დავიცვათ ჩვენი კოლეგების ინტერესები და დავანახოთ მათ ჩვენი სოლიდარობა. 14.30 საათზე ყველა ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, ადვოკატები თუ პოლიტიკური პარტიების წევრები, ვისაც გვაინტერესებს და გვჭირდება სიმართლე, დავდგეთ ერთად და გლდანის მერვე საპყრობილესთან გავმართოთ სოლიდარობის აქცია. ეს არის ბოლო შანსი, რათა არ მივცეთ ხელისუფლებას უკანონობის დაკანონების საშუალება. ეს არ არის მხოლოდ დაკავებულების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების გარანტი. ",-აღნიშნულია დიმიტრი ტიკარაძის განცხადებაში.