არასამათვარობოები და ადვოკატები საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიასთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენს უცვლელად დატოვებას აპროტესტებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, სააპელაციო სასმართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამართლიანი და ხელისუფლების დაკვეთაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი, ხვალ, 21 ივლისს ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წამრომადგენლები 12:00 საათზე (წინამძღვრიშვილის ქ. # 49) სპეცილურ პრესკონფერენციას გამართავენ.
ბექაურის თქმით, საპელაციოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სამსართლოში აუცილბლად გაასაჩივრებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამსახურდიას განაჩენი კველვ უცვლელი დარჩება ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
"ჩვენ იძულებულები ვართ დაველოდოთ საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციის ამოწურვას, რის შემდეგაც საქმეს სტრაბურგში გავგზავნით", - აღნიშნა ბექაურმა.
როგორც ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე გადაწყვეტილება წინა კვირას უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, ქრთამის მიცემის ბრალდებით ცოტნე გამსახურდიას 13 წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.