ირანის პარლამენტი მომავალ კვირას რეზოლუციას განხილავს, რომელიც აშშ-ს 26-მდე ოფიცილური პირისთვის სანქციების დაწესებას ეხება.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
თეირანი მათ ბრალს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში მონაწილეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებს.
"შავ სიაში" 26 ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკოსი შედიან, მათ შორის ირანში აშშ-ს სამხედრო ძალების მეთაური გენერალი რეი ოდიერნო, ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას პიკარდი, პენტაგონის ექს-ხელმძღვანელი დონალდ რამსფელდი, გუანტანამოს ციხის ყოფილი და ახლანდელი უფროსები - ჯეფრი მილერი და ჯეფრი ჰარბესონი.