უზბეკეთში მომხდარ მიწისძვრას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6.5- 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ეპიცენტრი ტაშკენტიდან 235 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისძვრის შედეგად 86 ადამიანი დაზიანდა, რომელთაგანაც 35 ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელიც ზარალს ითვლის გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რაოდენობას ამოწმებს.