ხვალ, 21 ივლისს, დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად აქცია საპატრიარქოსთან გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორ - "ალია ჰოლდინგიდან" აცნობეს, აქცია 20:30 საათზე დაიწყება.
სოლიდარობის სხვა მიტინგებისგან განსხვავებით საპატრიარქოსთან დაგეგმილი აქცია გამორჩეული იმით იქნება, რომ მონაწილეები სანთლებს აანთებენ.
"ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ ერთად ვთხოვოთ მის უწმინდებობას, გაითვლალისწინოს დაკავებული გიორგი აბდალაძის თხოვნა და უშუამდგომლოს თავდებობაზე", - ნათქვამია "ალია ჰოლდინგის" განცხადებაში.
შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ოფიციალურად არ დადსტურებულა. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.