ღორის აფრიკული და კლასიკური ჭირის გავრცელების ქვეყნების სიაში საქართველო არ შედის. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ქვეყნების ნუსხაში.
კერძოდ კი, სამინისტროს ინფორმაციით, აფრიკული ჭირი გავრცელების ქვეყნების ნუსხაში საქართველოს ორი მეზობელი - სომხეთი და რუსეთია მოხსენიებული, ასევე შედიან ბენინი, ბურკინა ფასო, ბურუნდი, განა, გვინეა, ზამბია, იტალია, კამერუნი, კონგო, კენია, მადაგასკარი, მალავი, მოზამბიკი, ნიგერია, ნამიბია, სამხრეთ აფრიკა, ტანზანია, ტოგო, უგანდა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
რაც შეეხება ღორის კლასიკურ ჭირს, იგი გავრცელებულია რუსეთში, ბუტანში, ბოლივიაში, გვატემალაში, ეკვადორში, ვიეტნამში, ინდოეთში, კამბოჯაში, კუბაში, მადაგასკარში, მექსიკაში, ნეპალში, პერუში, სერბიაში, ტაილანდში, ჩინეთში და ჰაიტში.