თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა.
დაღუპულები მრავალსართულიანი შენობის შუშებს წმენდნენ, როცა სავარაუდოდ, ამწეს საყრდენი, რომელზეც ისინი იდგნენ, გაიღუნა.
მუშები მე-6 სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალნენ.
დაღუპულები შუა ხნის მამაკაცები არიან. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.