აშშ-ის დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეთა 50 % ზე მეტს წარმოადგენა არ აქვს თუ სად მდებარეობს რუკაზე მათი ქვეყანა. აღნიშნული შედეგი აშშ-ს განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო.
პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი აცხადებს, რომ ასეთი სიტუაცია განპირობებულია იმით, რომ თანამედროვე სკოლებში დიდი ყურადღება ეთმობა მათემატიკის შესწავლას ისტორიის, გეოგრაფიისა და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების ხარჯზე.
"ვინაიდან აუდიტორული დრო სულ უფრო და უფრო ძვირფასი და დეფიციტური ხდება, გეოგრაფია და სხვა საგნები, ისეთები როგორებიცაა ისტორია და ხელოვნებათმცოდნეობა იკარგება ამ მოუგებელ თამაშში ტესტებზე ძალიან დიდი მოთხოვნით", _ აცხადებს პროფესორი.