სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისი მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მისმა უწმინდესობა ილია II და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ერთმანეთს 26 ივლისს უკრაინაში შეხვდებიან.
"რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიდი სიბრძნე გამოიჩინა მაშინ როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია შეინარჩუნა", _ ბრძანებდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი რადიოსადგურ "ეხო მოსკვი"-სათვის მოცემულ ინტერვიუში.
"ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ვფიქრობთ, რომ კიდევ მრავალი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი ხალხების დაახლოებისათვის. 25 -30 ივლისს უკრაინას უნდა ვესტუმრო. იქ ასევე ჩამობრძანდება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. 26 ივლისს ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, ვისაუბრებთ, ვფიქრობ ძმური ურთიერთგაგებით", _ ბრძანებდა მისი უწმინდესობა.