სამეგრელოში, მდინარე ცივში ორი კვირის წინ დამხრჩვალი მოხუცის, არველოდ გეგეჭკორის ცხედარი ნაპოვნია.
70 წლის მოხუცის გვამი მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრში აღმოაჩინეს.
გარდაცვლილი ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში ადიდებულმა მდინარემ მაშინ გაიტაცა, როცა ის მდინარეზე ნახირის გადაყვანას ცდილობდა.