18 დეკემბერს დაბა ბაკურიანში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბაკურიანის ზამთრის სეზონს ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებს.
სეზონის გახსნასთან ერთად სასტუმრო "ვილა პალასში~ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაალ აბაზაძე და თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი მოკლევადიანი მოსამზადებელი კურსების (სასტუმროს ადმინისტრირება, მზარეული, მიმტანი) კურსდამთავრებულებს გადასცემენ სერთიფიკატებს.
აღნიშნული მოსამზადებელი კურსი გაკეთდა დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, რასაც საფუძვლად ედო ადგილობრივ მოსახლეობასთან ხანგრძლივი კონსულტაციები. კურსის მთავარი მიზანი ტურიზმის სფეროში მომსახურების გაუმჯობესება იყო.
გარდა ამისა, ბაკურიანში წარმატებული ზამთრის სეზონისათვის ტურიზმის დეპარტმანტმა დიდველის სათხილამურო ბილიკზე დააყენა პირდაპირი გადაცემის ვიდეოთვალი, რომელიც ვებგვერდის მეშვეობით იმუშავებს და მომხმარებელს დაეხმარება ნახოს, როგორი ამინდია და რა აქტივობითაა დატვირთული ბაკურიანი.
სეზონის განმავლობაში ბაკურიანში იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის: ბაკურიანის ერთ-ერთი მთავარ ღირშესანიშნაობას, ე. წ. "კუკუშკას~ ახალი ფუნქციური დატვირთვა მიენიჭება; რკინიგზის დეპარტამენტთან ერთად ტურისტულ სეზონზე სარკინიგზო ტური ბაკურიანიდან წაღვერამდე და უკან (ეს მონაკვეთზე სანახაობრივად ყველაზე ლამაზი ადგილია).