მოსკოვში, საქართველოს საელჩოსთან, ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტოგრაფების მხარდასაჭერად, მათმა რუსმა 100 მდე კოლეგამ სოლიდარობის აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის აქციის გამართვა სოციალურ ქსელში შეთანხმდნენ.
აქციის მონაწილეებს სხვა და სხვა ფერის მაისურები ეცვათ წარწერით "No pictures - no democracy". მათ ხელში ეკავათ რუსულ და ქართულ ენაზე დაწერილი პლაკატები "ფოტოგრაფი ჯაშუში არ არის". რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები აღნიშნულ აქციას საელჩოს ფანჯრებიდან ადევნებდნენ თვალს.
"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაქციას არც ველით, ჩვენთვის მთავარია დაკავებულებს ვანახოთ, რომ მათთან სოლიდარულნი არიან მათი კოლეგები რუსეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყანაში", _ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.