მდინარე ენგურში მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მის ცხედარს მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
მამაკაცი გალიდან ზუგდიდში მიდიოდა, თუმცა ის რუსმა ოკუპანტებმა არ გაატარეს, რის გამოც გადაადგილება შემოვლითი გზით სცადა.
არსებული ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ჰაერში სროლა ატეხეს, რის გამოც შეშინებული მამაკაცი მდინარეში ღრმად შევიდა, საიდანაც გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.