საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა.
"დღეს გვქონდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საეკლესიო საკითხებზე კომისიის შექმნის საკითხზე ვისაუბრეთ. გავიარეთ დეტალები, რის მიხედვით კომისიამ მომავალში უნდა იმუშაოს. შევთანხმდით, რომ გვექნება ერთი ძირითადი კომისია, რომელიც 4 მიმართულებოთ იმუშავებს. ოთხივე კომისიის სამუშაო მანდატი უკვე განვსაზღვრეთ", - აღნიშნა გილაურმა.
მიისვე თქმით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც კომისიის მუშაობის ფუნქციები და მომავალი შეხვედრების გრაფიკი გაიწერება.