ხვალიდან, 20 ივლისიდან პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები უცხო ენებში დაიწყება.
უცხო ენების მასწავლებლები გამოცდას ორი დღის განმავლობაში ჩააბარებენ.
უცხოური ენის ტესტი 5 ნაწილისაგან შედგება; ესენია: წერა, მოსმენა, კითხვა, სწავლების მეთოდიკა და მეტყველება.
ხვალ გამოცდა წერით, მოსმენის, კითხვისა და მეთოდიკის ნაწილებში, ზეგ კი მეტყველებაში ჩატარდება.
უცხორი ენების სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის სურვილი 2 600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოთქვა. აქედან დაახლოებით 1 300 ინგლისურ, 1000 რუსულ, 300 გერმანულ, ხოლო 100 ფრანგულ ენებს აბარებს.
მეტყველების ნაწილში გამოცდა მეორე წელია, ტარდება, რაც შესაბამისი ტექნიკური აპარატურის დამონტაჟებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 6 ივლისს პროფესიული უნარების გამოცდით დაიწყო.
ტესტირება უკვე ჩატარდა დაწყებითი კლასების მასწავლებელთათვის, ისტორიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, სამოქალაქო განათლებაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში. დღეს პედაგოგები გამოცდას მათემატიკაში აბარებენ. სასერტიფიკაციო გამოცდა უცხოეური ენების გამოცდით 21 ივლისს დასრულდება.