20 დან 23 ივლისის ჩათვლით, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთიდან დევნილებისთვის (ზუგდიდი-ენგურქაღალდკომბინატი, დარჩელი, წალენჯიხა - ფოცხოეწერი, ქ. ფოთი) მრავალპროფილიან სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებს.
სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფი.
აქციის ფარგლებში რეგიონში ჩასახლებულ დევნილები ფარმაცევტული კომპანია `ავერსის~ მიერ მიწოდებულ მედიკამენტებს მიიღებენ. ორ წლამდე ასაკის ბავშვები შპს ,, ჰუმანა", შპს ,,ჯი სი~ და შპს ,,ალიანსი საქართველოსგან~ ჰიგიენურ ნივთებით, ხოლო შპს ~ბარამბო~ და შპს ,,ჯიმარტისგან'' ტკბილეულით დასაჩუქრდებიან. საჭიროებისამებრ დევნილებს ფოთის მერიია მედიკამენტების შესაძენ ვაუჩერს გადასცემს.