ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა.
აღნიშნულის გამო ქვეყნის რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე აეროპორტიც დახურეს.
ქვიშის გიგანტურმა ღრუბელმა ქალაქები დაფარა. მისი სიმაღლე 900 მეტრია. ქარის სიმძლავრე კი წამში 18 მეტრს აღწევს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.
ხელისუფლებას მოსახლეობას სახლებიდან გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, რადგან ქუჩაში ხედვა პრაქტიკულად ნულის ტოლია.
სტიქიის გამო გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც. ქვიშის ქარიშხალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ-ის თავს უკვე მეორედ დაატყდა.