"ახალი მემარჯვენეები" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვენ.
"სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან დაკავშირებით ამჟამად არსებული მდგომარეობა სერიოზულია. ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობით ხელისუფლების მრჩეველია მეცნიერების პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში, სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა, რომელზეც დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შექმნილ ვითარებას განიხილავს და სათანადო ღონისძიებებს დასახავს," - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
„ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, ასეთი მიდგომა საკითხის მიმართ ორივე მხარის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყანაში განათლების და მეცნიერების მომავალს.
"მდგომარეობა ძალზე სერიოზულია. გაუქმების საფრთხის ქვეშ დგას ბევრი სახელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საუკეთესო ტრადიციების და საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო სკოლა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია განათლების და მეცნიერების მომავალი საქართველოში.
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები", რომლისთვისაც პრიორიტეტია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარება, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც დღეს ქვეყნაში მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით არის შექმნილი", - აღნიშნა ნაჭყებიამ.