თელასის" ქვესადგურში "მცირე ნავთლუღი" სარემონტო სამუშაოების გამო 20 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ქეთევან წამებულის გამზირს (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, წურწუმიას, სამგორის, ციხისძირის, ლერწმის, ბაღდადის, წულაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას, წისქვილკომბინატს, ისნის ბაზრობას, ქარხანა "ქართუს" და სამგორის ნაყინის ქარხანას. Aამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.