ბრიტანული გაზეთი The Sun, რომელიც რუპერტ მერდოკის News International-ს ეკუთვნის ჰაკერების შეტევის მსხვერპლი გახდა.
გაზეთის საიტზე შემსვლელი ყველა ვიზიტორი ავტომატურად ჰაკერულ მიკრობლოგ Lulzsec-ზე გადადიოდა. რამდენიმე დღის უკან კი ჰაკერული შეტევის შედეგად გაზეთის ვებ გვერდი მერდოკის სიკვდილის შესახებ იუწყებოდა.