საქართველოში სიღარიბის პრობლემა ისევ რჩება. ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდში UNISEF -ის მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
ფონდის წარმომადგენლის რონალდ მონაშის განცხადებით, საქართველოში სიღარიბის პრობლემა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეკონომიკის განვითარებაც მოხდა და მთავრობა სოციალურ პროგრამებზე აქტიურად მუშობს.
მონაშის თქმით, პრობლემად რჩება ისიც, რომ ყველა ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს.
"ყოველი 4 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ფულად დახმარებას მხოლოდ 3 იღებს", - აღნიშნა მან.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი დადებითად აფასებს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამას და აცხადებს, რომ ის მოსახლეობას ექსტრემალური სიღარიბისგან იცავს.
კვლევასოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ ბარიერებს ეხებოდა. პრეზენტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილიც ესწრებოდნენ.