ციმბირის წყლულის სტატისტიკა იზრდება. ჯილეხით დაინფიცირების შემთხვევებმა, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მოიმატა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ მოსახლეობამ ხორცის ყიდვისას სიფრთხილე გამოიჩინოს. სპეციალისტები მოსახლეობას თერმულად დამუშავებული საკვები ხორცის შეძენას ურჩევენ.
დაავადების შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. 64 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებული მკურნალობა დასახელდა. დაინფირიცებულთა რიცხვი კი 27-ს აღწევს.