თურქეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე გარდაიცვალა.
ირაკლი ბაღათურია ცირკ "შაპიტოს" თანამშრომელი იყო. ანკარაში, ერთ-ერთი საცირკო წარმოდგენისას ის სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპული აბაშის რაინიდან იყო. ირაკლი ბაღათურიას ცხედარი სამშობლოში უკვე გადმოსვენებულია.