ლეღვის ფოთლის ნახარშით სხეულზე დამწვრობა კიდევ ერთმა ახალგაზრდა ქალმა მიიღო.
გავცელებული ინფორმაციით, 21 წლის გოგონა თბილისის დამწვრობის ცენტრში წუხელ, სამეგრელოდან გადმოიყვანეს. მას სხეულის 70 % აქვს დამწვარი. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარში სხეულზე სამი დღის წინ, გარუჯვის მიზნით წაისვა. ეს უკვე ამ მეთოდით დამწვრობის მე-6 შემთხვევაა.