დღეს, 19 ივლისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ავტორთა საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული და საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე მოაწერენ.
მემორანდუმის მიზანია იურისტ-სტუდენტთა რესურსის გამოყენებით საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სწრაფი და ეფექტური მექანიზმების შემუშავება, არსებული საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათ აღმოფხვრა და ამ მიზნის მისაღწევად, ერთობლივი პროექტების მომზადება-განხორციელება.
შეხვედრას ავტორთა საზოგადოების და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.