დღეს, 19 ივლისს, 15:00 საათზე, აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ქართველ ფინალისტებს პროგრამაში გამარჯვებას ბაზალეთის ტბის სასწავლო ცენტრში მიულოცავს. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უფროსკლასელებს სტიპენდიას სთავაზობს.
სტიპენდიაAაფინანსებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მგზავრობას, სრული სასწავლო წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში სწავლასა და მასპინძელ ოჯახში ცხოვრებას. პროგრამის დაწყებიდან დღემდე მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიღებული აქვს 800-ზე მეტ ქართველ მოსწავლეს. ბევრი მათგანი მთავრობასა და კერძო სექტორში წამყვან თანამდებობაზე მუშაობს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, პროგრამას საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია "საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები".