დღეს, 19 ივლისს, 12:00, GMP - ის ფარმაცევტული საწარმოში გაიმართება პრეს-კონფერენცია. "ჯი-ემ-პი" შერჩეულია იმ კომპანიებს შორის რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს, 2011 წლის ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე (2011 European Business Awards), რომელიც გაიმართება ბარსელონაში და ჯი-ემ--პი არის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი მიიღოს Ruban d'honneur-ის პრესტიჯული ჯილდო.
ნებისმიერი ბიზნესისთვის ამ დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება არის დიდი მიღწევა და შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს დაჯილდოებაზე. როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ჯი-ემ-პი კონკურენციას გაუწევს ევროკავშირის ქვეყნებიდან შერჩეულ წარმატებულ ბიზნეს ორგანიზაციებს.
სულ რაღაც 2-3 თვის წინ პე-ეს-პეს ფარმაცევტულმა საწარმომ საქართველოს ეროვნულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე "მერკური 2011", HSBC ბანკის განსაკუთრებული ჯილდო მიიღო ქართული წამლის საექსპორტო ბაზრებზე წარმატებით დანერგვისათვის. ახლა კი ჯი-ემ-პის აქვს რეალური შანსი მიაღწიოს კიდევ ერთ წარმატებას ახლა უკვე მთელი ევროპის მაშტაბით და მოიპოვოს Ruban d'honneur-ის პრესტიჯული ჯილდო.
2007 წლიდან "ევროპის ბიზნეს დაჯილდოება" ავლენს და აჯილდოებს ევროპაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციური ხედვით და ხელს უწყობენ საკუთარი ქვეყნის იმ ბიზნეს სექტორის განვითარებას რომელშიც მოღვაწეობენ. 2011 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე წარდგენილები არიან წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციები ევროპის 30 ქვეყნიდან, მათ შორისაა: ავსტრია, ჰოლანდია, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, იტალია, ესპანეთი და მრავალი სხვა. და "ჯი-ემ-პი"-ს ფარმაცევტული საწარმო იქნება ერთ-ერთი ქართული კომპანია რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და კონკურენციას გაუწევს წამყვან ევროპულ კომპანიებს ევროპის პრესტიჟულ ბიზნეს დაჯილდოებაზე.
ფინალისტების ვინაობა გაირკვევა ივლისში. კერძოდ, 22 ივლისს შეიკრიბება დაჯილდოების ჟიური ქ. ბრიუსელში, რომელიც წარდგენილი 405 კომპანიიდან გამოავლენს 110 ფინალისტ კომპანიას 11 ნომინაციაში.