დღეს, 19 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ქვესადგურ "მცირე ნავთლუღში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის, სამგორის, მეველის, წულუკიძის, ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.