14 წლის მოზარდი მშობლებს ძალადობაში ადანაშაულებს. დედოფლის წყაროს რაიონის მკვიდრის თქმით, დედ-მამა მათხოვრობას აიძულებს.
რუსთსავი 2-ის ინფორმაციით, ბავშვის მიერ მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული თანხით კი უფროსები ალკოჰოლურ სასმელს ყიდულობენ.
არასრულწლოვნის მტკიცებით, თუ მას ოჯახში საკმარისი თანხა არ მიაქვს მამა მას ფიზიკურად უსწორდება და აწამებს და ამიტომ მოზარდი ხშირად ღამეს ქუჩაში ათენებს.
ბავშვის მონაყოლით უკვე დაინტერესდნენ სამართალდამცველები.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.