ბერკლში კალიფორნიის ინსტიტუტის ამერიკელმა მეცნიერებმა, ამოხსნეს საიდუმლო, თუ რა კრიტერიუმით ირჩევენ ადამიანები ქორწინებისათვის პარტნიორს.
მკვლევარებმა უარყვეს ყველასათვის ცნობილი თეზისი, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოები მიიზიდებიან და მათ ახალი ფორმულა გამოითვალეს.
კვლევების შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ქალები და მამაკაცები მათ პოტენციურ თანამგზავრად მიიჩნევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ისეთივე პოპულარული და მიმზიდველი არიან საწინააღმდეგო სქესისთვის როგორც თავად. სხვა სიტყვებით, ისინი ეძებენ მას რასაც „ფერი ფერსა" ვეძახით.
აქედან გამოდის, რომ ქვეცნობიერის დონით, ხელმოცარულის რჩეული ხელმოცარულია, და რაც უფრო პოპულარულია ადამიანი ცდილობს მით უფრო მიმზიდველი და პოპულარული მეწყვილე იპოვოს.
მომავალ საპატარძლოებსა და სასიძოებს იზიდავს, ის რაც მათი წრის ნაწილია.