თეთრიწყაროდან თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანილი 65 წლის მამაკაცი ჯილეხით გარდაიცვალა.
იგი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველდ ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობის გაუარესების გამო მისი რეანიმაციაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
ექიმების თქმით, ამ შემთხვევაში ჯილეხს თან დაერთო გულსისხლძარღვთა პრობლემები და სუნთქვის უკმარისობა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.