გველმა თბილისში კიდევ ერთი ადამიანი დაგესლა. შემთხვევა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მოხდა.
14 წლის პაპუნა დავითაშვილს ქვეწარმავალმა მუცელზე უკბინა. მოზარდი დაუყოვნებლივ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამჟამად მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.