დღეს,18 ივლისს, ქართული მედიაგამოცემების, სააგენტოების და ინტერნეტრესურსების ინფორმაციები და მასალები მკითხველს განსხვავებულ ფორმით მიეწოდება.
40-ზე მეტი მედიასაშუალება დაკავებული ფოტორეპორტიორების სოლიდარობის ნიშნად არ აქვეყნებს ფოტომასალებს და მათ ნაცვლად იყნებს საპროტესტო ლოგოს გადახაზული ფოტოაპარატით, ან სურათების ადგილი არის ცარიელი.
ამავდროულად მედიასაშუალებები ავრცელებენ მიმართვას დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებების, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ, რომელშიც ითხოვენ დაკავებული ჟურნალისტების თავდებით გამოშვებას და სისხლის სამართლის საქმის გასაჯაროებას.
შეგახსენებთ, რომ შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).
ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.
გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ოფიციალურად არ დადსტურებულა. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.