დღეს ყველა კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, თუ რას ნიშნავს სამშობლო. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
"სამშობლო არა მხოლოდ ჩვენი ცა და ქვეყანა, ბუნება და გენებია, არამედ ჩვენი წინაპრებია, ის მადლი, რომელიც ღმერთმა ქართველ ხალხს დააბერტყა. ეს გადმოდის თაობიდან თაობამდე და დღეს ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს ქართველებს ამ წმინდა ტაძარში ვხვდებით. სამშობლოს მადლი, ღვთის ძალა და ჩვენი წინაპრების ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, ილია მეორე საქართველოს და ქართველი ერის გაერთიანება და გამთლიანება ღმერთს კიდევ ერთხელ შესთხოვა.
"ღმერთმა ინებოს, რომ შევერთდეთ და გამთლიანდეს ქართველი ხალხი. თქვენ დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში და ისევ ვიყოთ ერთად", - მიმართა უწმინდესმა ირანიდან ჩამოსულ ქართველებს.