ბუხაიძის ქუჩის #14 მდებარე ავარიული ოთხ სართულიანი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ნგრევა ძლიერმა წვიმამ და ქარმა გამოიწვია, რის შემდეგაც სახლი ცხოვრება საშიში გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული სახლის 31 ოჯახს თბილისის მერიამ ალტერნატიული ფართი შესთავაზა.
როგორც ძველი თბილისის გამგეობაში აცხადებენ, ოჯახები ალტერნატიული ფართით დროებით დაკმაყოფილდებიან, ხოლო ავარიული შენობის შეკეთების შემდეგ ისინი კვლავ თავის სახლებს დაუბრუნდებიან.