14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით რუსეთის ბავშვთა და ახლგაზრდა გაერთიანებების ნაციონალური საბჭო, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროსთან ერთად მართავს ახალგაზრდული ორგანიზაციების დღეებს თემაზე: "ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ ენაზე", რომელიც ემსახურება თანამედროვე ახალგაზრდობის დაახლოებასა და პოტენციალის რეალიზაციას.
„ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იგებს საქართველოს დელეგაციაც, რომლის შემადგენლობაშია ახალგაზრდული მოძრაობა: ქართველთა კავშირი რუსეთში და „ივერიელნი -თაობა საქართველოს მომავლისათვის", რომლებმაც წარადგინეს საკუთარი პროექტი", - განიცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა _ "ივერიელნი" - თაობა საქართველოს მომავლისათვის" ხელმძღვანელმა ანნა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, პროექტის მიზანია ქართველ და რუს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის ახალი ფორმებისა და ურთიერთგაგებისთვის აუცილებელი შეხების წერტილების პოვნა.