საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზის" მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრს, რომელშიც, ამჟამად 15 მიუსაფარი მოზარდი ცხოვრობს, დღეს კახეთის ენერგო დისტრიბუციის თანამშრომლები სტუმრობენ. კომპანიისა და ბავშვების მეგობრობა უკვე 2 წელია გრძელდება, დღეს კი ფონდის ახალი პროექტის `ერთი დღე ბავშვებთან ერთად~ ფარგლებში, მათ ერთმანეთის გაცნობისა და დაახლოვების საშუალება მიეცემათ.
კახეთის ენერგო დისტრიბუციამ ფონდის ბენეფიციარებს საჩუქრად მაცივარი გადასცეს, ბავშვებმა კი მათ უფროს მეგობრებს ლიტერატურული საღამო გაუმართეს.
`ჩვენი აღსაზრდელებისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. ამ გაუსაძლის სიცხეში უმაცივრობა სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა, სამწუხაროდ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტექნიკის მაღაზიებმა ჩვენი დახმარება ვერ შეძლეს. დღეიდან კი, ბავშვები ცივი წყლისა და ნაყინის დაგემოვნებას უპრობლემოდ შეძლებენ, რისთვისაც, ყველას სახელით, კახეთის ენერგო დისტრიბუციას, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი ქველმოქმედი ორგანიზაციები და პიროვნებები~, - განაცხადა
ფონდ `მომავლის გზის~ თანადამფუძნებელმა ნინელი ჭანკვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდ `მომავლის გზის~ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრი 2011 წლის იანვარიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 15 ბენეფიციარს აერთიანებს. უახლოეს მომავალში მათი რაოდენობის 30 მდე გაზრდა იგეგმება.