ჩაძინებული დათუნიას სურათმა თევზით ხელში ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარულობა მოიპოვა.
ფოტოს ავტორი, ფოტოგრაფი რიკ შერემეტეა. ფოტოზე გამოსახულია ჩაძინებული დათვი, რომელსაც ხელში ახლად დაჭერილი თევზი უჭირავს.
აღნიშნული უნიკალური სურათი ფოტოგრაფმა ალიასკის მდინარეზე გადაიღო.
"იოლანდა (ასე ეზახის ამ დათვს ფოტოს ავტორი) შესანიშნავი მონადირეა. აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე, დათვი აშკარად დაიღალა და რამდენიმე წუთით ჩაძინება გადაწყვიტა", - წერს Daily Mail-ი ფოტოგრაფის მოგონებებიდან.