ავერსის კლინიკისა და საქველმოქმედო ფონდი ავერსის ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციები გრძელდება. 16 ივლისს, 10:00 საათზე, ავერსის კლინიკის ექიმების და საქველმოქმედო ფონდი ავერსის ორგანიზებით ეწყობა უფასო გამოკვლევა გასინჯვა ომალოში თუში მოსახლეობისთვის.
ავერსის კლინიკის ექიმების მიერ ჩატარდება უფასო გამოკვლევა გასინჯვა ომალოსა და ირგვლივ მდებარე სოფლების (დიკლო, შენაქო, დართლო, კვავლო, პირიქითა ხეობის, გომეწრის ხეობის, ჭანჭახოვნისა და ჩაღმის ხეობის სოფლების) მოსახლეობისთვის. მოსახლეობას ჩაუტარდება ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები.
ავერსი ყველა მოსახლეს ვინც ამ აქციაში მიიღებს მონაწილეობას გადასცემს პირველადი დახმარების 22 დასახელების მედიკამენტს.