ქვესადგურში "აეროპორტი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 ივლისს 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, რკინიგზის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.