ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ვულკანი ამოქმედდა. კრატერიდან ლავა და ფერფლი ამოდის 1500 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. ეს ტერიტორია სამი კილომეტრის რადიუსში საშიშ ზონად გამოცხადდა და იქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სახლები უკვე 4 მილიონ 500 ათასმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დატოვა. ისინი სპეციალურ თავშესაფრებში გადაჰყავთ და დამცავ ნიღბებს ურიგებენ.
ვულკანის ამოფრქვევის მიუხედავად, ქალაქ მანადოში აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.