ვოლგაში თბომავალ "ბულგარია" -ზე მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მაშველებმა ჩაძირული გემიდან კიდევ ერთი ქალის ცხედარი ამოიტანეს. შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 114 ადამიანი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის დაზუსტებული მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის 24 ბავშვია - 16 გოგონა და 8 ბიჭი. ოფიციალურად კი დაღუპულად აღიარებულია 20 მააკაცი და 64 ქალი.