ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი სიმსივნითაა დაავადებული და სამკურნალოდ ბრაზილიაში გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური გაზეთი "ფოლია დი სან-პაულუ" ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, ჩავესი ბრაზილიაში უახლოეს დღეებში ჩავა. მოსალოდნელია, რომ მის მკურნალობას სან-პაულოში მდებარე ერთ-ერთ კერძო კლინიკაში დაიწყებენ, რომელიც სწორეს ამ პროფილისაა.
თავად კლინიკაში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთენ. თავად ცავესმა კი მიმდინარე კვირას გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მას შესაძლოა ქიმიოთერაპია დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელა გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც რუსეთისა და ნიკარაგუას შემდეგ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.