რუსეთის პრემიერისთვის, ვლადიმერ პუტინისათვის ავტორიტეტული გერმანული პრემიის "კვადრიგას" მინიჭების გამო სკანდალი არ ცხრება. ამ პრემიას ანიჭებენ პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს გამოჩენილ მოღვაწებს, რომლებიც "საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის" იღწვიან.
ხოლო პუტინისათვის ამ პრემიის მინიჭების გამო, პროტესტის ნიშნად უკვე პრემიის მზრუნველთა საბჭოს უკვე რიგით მესამე წევრმა დატოვა თანამდებობა. "მწვანეების" ლიდერისა და "ვიკიპედიის" დამფიძნებლის შემდეგ ეს ნაბიჯი ისტორიკოსმა ედგარ ვულფუმმა გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ "Deutsche Welle " ავრცელებს.
ისტორიკოსი მიუღებელს უწოდება იმას, რომ საორგანიზაციო კომიტეტის ზოგიერთ წევს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც "მათ არ მიუღიათ, არც ინფორმაცია ჰქონიათ და რომელთა მიღების შესახებ პრესიდან გაიგეს".
ისტორიკოსი ასევე დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინისათვის ამ პრემიის მინიჭებამდე საჭირო იყო ფართო დისკუსიის გამართვა. იგი ჟიურის გადაწყვეტილებას სკანდალურს უწოდებს.
ვლადიმერ პუტიბისათვის ამ პრემიის მინიჭების წინააღმდეგ ასევე გამოვიდა ამ პრემიის პირველი ლაურეატოი გერმანელი პუბლიცისტი ზილკე ტენპელი. "პუტინი არ არის ლიდერობის საუკეთეოს მაგალითი", _ განაცხადა მან ამ ფაქტის კომენტირებისას.
ტრადიციულად, ლაურეატებს ეს პრემია 3 ოქტორბმერს - გერმანიის გაერთიანების დღეს გადაეცემათ. ლაურეატებს შორის არიან: მიხეილ გორბაჩოვი, გემანიის ყოვილი კანცლერები - ჰელმუდ კოლი და გერჰარდ შროდერი, ჩეხოსლოვაკიის ექს-პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ.