უფლებათადამცველი ნატალია ესტემიროვას გატაცებისა და მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მსვლელობის დროს დადასტურდა ვერსია იმის შესახებ, რომ დანაშაული ალჰაზურ ბაშაევმა და ისლამ ისაჰანჯიევის ბანდის სხვა წევრებმა ჩაიდინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
ამ დანაშაულის მოტივად გამოძიება შურისძიებას მიიჩნევს, ესტემიტროვას მიერ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო, რომლებიც ბაშაევის მიერ ბოევიკების გადაბირებასა და მოსკოველი ბიზნესმენის ოჯახზე თავდასხმას ეხებოდა. მიზეზად ასევე სახელდება ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაცია.
გამოძიების ვერსიით, 2009 წლის 15 ივლისს ადრე დილით ბაშაევი ბანდის სხვა წევრებთან ერთად "ვაზ-2107" ტიპის ავტომობილით ესტემიროვას სახლთან მივიდა ქალაქ გროზნოში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე. ბოროტმოქმედებმა დაიცადე, ვიდრე მსხვერპლი სადარბაზოდან გამოვიდოდა, შემდეგ გაიტაცეს ის და ინგუშეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ქალი, იმავე დღეს ნაზრანის რაიონის სოფელ გაზი-იურტის მიდამოებში მოკლეს.
საგამოძიებო კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიებით შეგროვებულია საკმარისი მტკიცებულებების იმისა, რომ ესტემიროვას მკვლელობასში სწორედ ბაშაევია დამნაშავე. ბაშაევზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დიდი სამუშაოა გაწეული. დაკითხულია 1 ათასი ადამიანი მათ შორის ესტემიროვას გარემოცვა. ჩატარებულია 83 სასამართლო ექსპერტიზა, განხილულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა 1000 მდე მიმართვა", _ იუწყება კომიტეტი.